NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს რომ მედიასაშუალებები დეზინფორმაციას ავრცელებენ

16 იანვარი 2018, 00:00 2946 ნახვა

ფოტო: სოციალური ქსელიდან

NDI-ის კვლევის მიხედვით, ქართული მედია საშუალებების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ ქართული ტელეარხები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, 24 პროცენტი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 16 % ამბობს, რომ არ იცის.

ონლიან გამოცემებთან დაკავშირებით მოსახლეობის გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ დეზინფორმაცია ვრცელდება, 19% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 30 პროცენტმა კი არ იცის ამის შესახებ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ბეჭდურ გამოცემებს, გაზეთებსა და ჟურნალებს. გამოკითხულთა მხოლოდ 43% თვლის, რომ ასეთი გამოცემები ავრცელებენ დეზინფორმაციას, 38 % ამბობს, რომ არ იცის, 19% არ ეთანხმება.

ქართველი მოსახლეობის 44% პროცენტი ფიქრობს, რომ რუსული მედია საშულებები ავრცელებენ დეზინფორმაციას, ამ მოსაზრებას 28% არ ეთანხმება და გამოკითხულიდან ამდენივეს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

დასავლურ მედიასაშუალებებს კი 34% ენდობა, 41% ფიქრობს, რომ დეზინფორმაციას ავრცელებს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

ამავე კატეგორიაში