აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დატოვა. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში მუშაობას აღარ გააგრძელებს. მაისურაძე 2017 წლის 7 ივნისს ამ პოზიციაზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, როტაციის პრინციპით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტიდან გადმოიყვანა.
მღებრიშვილი ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე უცნობია, სად გააგრძელებს საქმიანობას მაისურაძე, ან იქნება თუ არა ეს ისევ მღებრიშვილის უწყება. ცვლილებებია რეგიონის სხვა დეპარტამენტებშიც, გიორგი გახარიამ 3 მუნიციპალიტეტში ახალი უფროსი დანიშნა