სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე კვლავ ანდრო ენუქიძე აირჩიეს

09 იანვარი 2018, 00:00 3295 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე სარეკომენდაციო საბჭომ კვლავ ანდრო ენუქიძე შეარჩია. იგი კონკურსში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი იყო. საბოლოო გადაწყვეტილებას აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი მიიღებს.
 

სარეკომენდაციო საბჭოს წევრების განმარტებით, სამხატვრო ხელმძღვანელი ამ პოზიციაზე მუშაობისას საკუთარი მიღწევების მიხედვით შეარჩიეს და ერთ-ერთ თეატრის შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას დასის მუშაობის მიზნით „ახალი სცენის“ შექმნა დაასახელეს. ანდრო ენუქიძე ბათუმის თეატრს მომავალი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ამავე კატეგორიაში