თურქ მებაჟეებსა და მოქალაქეს შორის ინციდენტს თურქეთის საკონსულო იკვლევს

05 იანვარი 2018, 00:00 7484 ნახვა

ინცინდენტი სარფის საბაჟოზე. საქართველოს მოქალაქე თურქეთის მხარეს, მებაჟეებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. დარეჯან ბერიძემ თურქეთის საკონსულოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. გონიოს პოლიციამ გამოძიება დაიწყო, საქმის მოკვლევა ასევე დაწყებული აქვს საკონსულოსაც.

რა მოხდა საბაჟოზე? დარეჯან ბერიძის თქმით, მას იმ პირმა სცემა, რომელმაც გასულ წელს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს პირადობა ჩამოართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინ საქმის ობიექტური გამოკვლევით მთავრობის თავმჯდომარეც იყო დაინტერესებული.

მოგვიანებით, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ თურქეთში მიღებული ინფორმაციის თანახმად, ინცინდენტის გამო რამდენიმე პირი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ზოგიერთი კი სხვაგან გადაიყვანეს.    

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი