სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადების მიღება სრულდება

03 იანვარი 2018, 00:00 2808 ნახვა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება. აჭარის განათლების სამინისტროში ამ დროისთვის ერთი განაცხადია შესული. მოქმედმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ანდრო ენუქიძემ სატელეფონო საუბრისას დაგვიდასტურა, რომ საკონკურსო დოკუმენტაცია სამინისტროში უკვე წარადგინა. კონკურსი 11 დეკემბერს გამოცხადდა. კანდიდატის წარდგენა საინიციატივო ჯგუფსაც შეუძლია.

4 წლიან სამოქმედო პროგრამას სარეკომენდაციო საბჭო განიხილავს და ფარული კენჭისყრით შერჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად მინისტრს წარუდგენს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. სამხატვრო ხელმძღვანელს 4 წლის ვადით ირჩევენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში