ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია იწყება

29 დეკემბერი 2017, 00:00 2648 ნახვა

ლაშა კომახიძე მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაციის კონკრეტულ დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. ქალაქის მერი ბრიფინგს აანონსებს. ამბობს, რომ დაგეგმილი სიახლეების შესახებ საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია  ცნობილი გახდება.

ლაშა კომახიძე რამდენიმე ააიპის გაერთიანებას არ გამორიცხავს, თუმცა კონკრეტულად რომელ ააიპებს შეეხება ოპტიმიზაცია და ვინ დატოვებს თანამდებობას მერი არ აკონკრეტებს.

თვითმმართველობის  ორგანოში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ, ლაშა კომახიძემ რამდენიმე დღის წინ, საკრებულოს სხდომაზეც ისაუბრა.  

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ნატალია ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მერიასთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს. ამის შესახებ კი ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე ინფორმირებულია.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურებოდა.

ამავე კატეგორიაში