ორი ადამიანი დაიღუპა მოსკოვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ინციდენტი მეტროპსადგურ სხოდნენსკაიასთან მოხდა. ავტობუსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე შევარდა.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია. წინასწარი ვერსიით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ბოლო დღეების განმავლობაში, ეს, ავტობუსთან დაკავშირებით მომხდარი მეორე ინციდენტია. 25 დეკემბერს, მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვართან“ ავტობუსი ტროტუარზე ავიდა, შემდეგ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და ხალხს გადაუარა. შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა.