ბათუმში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება. რომელსაც ევროპის მოედანი მასპინძლობს. დღეს 18 საათიდან წინასაახალწლო კონცერტი გაიმართება ბულვარშიც. შესრულდება ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები.
მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც. წელს ბულვარი ახალ წელს განსხვავებულად ხვდება. განათებულია კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და ბამბუკების ხეივანი. ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ნაძვის ხე წელს, კოლონადებთანაა დაკიდული.