ბათუმში ახვლედიანის 12 ნომერში აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის დანგრევა რამდენიმე დღეში დაიწყება. ექსპერტიზის დასკვნით სახლი საცხოვრებლად საშიშია.
ბათუმის მერიამ ბინაში მცხოვრები ოჯახები დროებით, ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანა. ამ დროისთვის აფეთქებისას დაზიანებული ბინის მოპირდაპირედ მდებარე სახლის გამაგრება და ახალი სახურავის გადახურვა მიმდინარეობს.
სავარაუდოდ, ახალ კორპუსს კერძო კომპანია ააშენებს. მერია მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს. კორპუსი არსებულზე მაღალი იქნება.