საქართველოს და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ეკომიგრანტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. უწყების წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკომიგრანტი ოჯახები, მას შემდეგ რაც საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ერთვებიან და სახელმწიფო მათ 25 ათას ლარით აფინანსებს, სახლებს არ ტოვებენ.
ამ პროცესის საწინააღმდეგოდ, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, მათ არანაირი ბერკეტი, გარდა რეკომენდაციებისა არ აქვთ. შეხვედრაზე ითქვა, რომ ოჯახებს უძრავი ქონების არსებობის შემთხვევაშიც შეუძლიათ საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში მონაწილეობა.