საახალწლო ამანათების მიღება პენიტენციურ დაწესებულებებში ხვალ დაიწყება

28 დეკემბერი 2017, 00:00 3078 ნახვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება.

კანონით განსაზღვრული წესით, ამანათების მიღება სამი  დღის განმავლობაში გაგრძელდება. 29 და 30 დეკემბერს 10:00- დან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს - 15:00 საათამდე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღების პროცესი რამდენიმე წელია მსგავსი ფორმით ხორციელდება.

ამავე კატეგორიაში