თურქეთი რუსეთისგან საზენიტო კომპლექსებს მიიღებს

27 დეკემბერი 2017, 00:00 2366 ნახვა

თურქეთსა და რუსეთს შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „შ-400“-ების შეძენის შეთანხმება გაფორმდა. ღირებულებამ ორნახევარი  მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხ“-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საუბარია ოთხი დივიზიონის შეძენაზე. თანხის დიდი ნაწილი - 55% - რუსული საკრედიტო სახსრებიდან დაიფარება.

დარჩენილ 45%-ს ანკარა ავანსის სახით გადაიხდის. სერგეი ჩემეზოვის განცხადებით, რუსეთის და თურქეთის იუსტიციის სამინისტროებმა მოლაპარაკებები უკვე დაასრულეს. კომპლექსების პირველ პარტიას თურქეთი 2020 წლის მარტში მიიღებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი