ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი გადასცა

26 დეკემბერი 2017, 00:00 2083 ნახვა

არდაგანის ტბასთან მდებარე მუნიციპალიტეტის კუთვნილი  2 500 კვადრატული მეტრი მიწა აჭარის მთავრობას გადაეცა.  დადგენილება დღეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.  „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკითხს მხარი არ დაუჭირეს. ოპოზიციამ  განმარტება მოითხოვა, თუ რა ტიპის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება მიმდებარე ტერიტორიაზე. 

მერიის ქონების მართვისა და  ეკონომიკური  პოლიტიკის  სამსახურის უფროსის განმარტებით, ტერიტორიაზე 3 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.  დამატებითი კომენტარი გოგა ლომაძეს დღეს არ გაუკეთებია.  საკრებულომ დღეს ასევე დაამტკიცა  მუნიციპალური ნარჩენების მართვის  5 წლიანი გეგმა.  მიზანი ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვაა, რომელიც ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ეფექტიანი მომსახურებას  უზრუნველყოფს.

ამავე კატეგორიაში