ახალი ფრაქცია ბათუმის საკრებულოში

26 დეკემბერი 2017, 00:00 1882 ნახვა

ბათუმის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი ფრაქცია ეყოლება. “ქართული ოცნება – კონსერვატორებს” ნატალია ძიძიგური უხელმძღვანელებს. ცოტა ხნის წინ შეიქმნა კიდევ ერთი ფრაქცია, ანუ მმართველი გუნდი დღეიდან საკრებულოში სამი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი. იმდენივეთი რამდენითაც წინა მოწვევა, სწორედ წინა მოწვევას აკრიტიკებდა მესამე სექტორი ფრაქციების ნაწილში, ამბობდა რომ იკვეთებოდა მხოლოდ ფინანსური ინტერესი.

ფაქტობრივად იგივეს ამბობენ “ნაციონალურ მოძრაობაში”, რომ “ქართულმა ოცნებამ” ფრაქციების რაოდენობა სპეციალურად გაზრდა და ამაში ფინანსური ინტერესი დევს.  ამჟამად ბათუმის საკრებულოში 4 ფრაქცია მოქმედებს, საიდანაც ერთია ოპოზიციური. შეგახსენებთ, ფრაქციის თავმჯდომარის ანაზღაურება სადეპუტატო ხელფასზე მაღალია, გარდა ამისა თანხა დაიხარჯება სპეციალისტის ანაზღაურებისთვისაც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი