თანამედროვე სტილის ნაძვის ხე, სამგანზომილებიანი განათება და საახალწლო აქსესუარებით მორთული ,,ბამბუკების ხეივანი“ - ბათუმის ბულვარი ახალ წელს სიახლეებით ხვდება. საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობას ადგილობრივი ბენდები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ.
ასევე მოეწყობა სხვადასხვა ავტორის მიერ საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა. ბულვარში საახალწლო ნაძვის ხე 29 დეკემბერს აენთება. წინასაახალწლოდ ბათუმის ბულვარმა 148 ათასი ლარი დახარჯა.