სასამართლომ გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ სამ პირს - ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილს და ზაზა მაჩალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ირაკლი და დავით ბერიშვილებს გირაო 5-5 ათასი ლარი. სასამართლოს გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ზაზა მაჩალაძე გააპროტესტებს.
ადვოკატის, განცხადებით, ის ორშაბათს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან პოზიციას შეაჯერებს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივროს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.