,,ჩვენი მიზანია სამხედრო განათლების, სამხედრო წვრთნებისა და სწავლების ეფექტიანი უზრუნველყოფით საერთაშორისო პროექტების, საერთაშორისო მისიებში მიღებული გამოცდილებით საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერება, ქართული შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა“- საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების 2017 წლის საქმიანობის ანგარიში ასე დაიწყო.
ლევან იზორიამ შეხვედრაზე ყურადღება სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ მიზნად ანტისატანკო სისტემების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და საჰაერო შესაძლებლობების გაზრდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება და ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება დაასახელა. 2017 წლის უწყების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ