აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, კატარის და ბელორუსიის მიმართულებით რეგიონიდან 16 300 ტონა სტანდარტული მანდარინია ექსპორტირებული.
4 ათას 700 ტონა არასტანდარტული მანდარინი კი საწარმოებში გადამუშავდა. რეგიონში წელს 25-ი მიმღებ დამხარისხებელი საწარმო ფუნქციონირებს. ორი კი არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებას ახდენს.