გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა

17 დეკემბერი 2017, 00:00 4552 ნახვა

ბათუმი უკვე მესამედ "გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეა 2017''-ს მასპინძლობს. პროექტში საქართველოს სხვადასხვა სკოლისა და უნივერსიტეტის 800-მდე დელეგატი მონაწილეობს. ისინი  3 დღის განმავლობაში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს ეწვევიან და მათი მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან.

პროექტი ასევე საგრანტო - სარეზულაციო პროექტების კონკურსს მოიცავს.  კონკურსში გამარჯვებულებს   ჟიური 18 დეკემბერს გამოავლენს, რომლებიც მცირე გრანტით დაფინანსდებიან. ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალფეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის" ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი