შეხვედრა აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილესთან

16 დეკემბერი 2017, 00:00 1911 ნახვა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლკოვნიკი ჯონ ქაროლი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ასევე სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებიც განიხილეს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა  წარმოადგენდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი