ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტყვია ბავშვების სისხლში - საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ მოზარდების ხელახლა გამოკვლევას იწყებს, რომლებსაც, 2 წლის წინ სისხლში მძიმე მეტალის შემცველობა აღმოაჩნდათ. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს დასაშვები ნორმა და მისი ორგანიზმში მოხვედრა ნებისმიერი მოცულობით სახიფათოა. როგორ მოხვდა საქართველოში გამოკვლეული დაახლოებით 100 მოზარდის სისხლში მძიმე მეტალი, უცნობია, წყაროდ განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორისაა ნიადაგი, წყალი, საკვები და ჰაერი. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ტყვიას შეიცავს ჰაერი თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში, თუმცა ნორმის ფარგლებში.
ტყვიის გარდა ჰაერი დაბინძურებულია აზოტისა და გოგირდის დიოქსიდით, ასევე მტვერით. სწორედ დაბინძურებული ჰაერის მიერ გამოწვეულ დაავადებებს მიეძღვნა გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის ბოლო ანგარიში, საუბარია, იმაზე თუ როგორ აფერხებს ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების ტვინის განვითარებას. დაბინძურებული ჰაერი და ტყვია.