სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტის შეფასებით, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. სამმართველოს სპეციალისტი გიორგი მარჯანიძის თქმით, საკმარისია ძლიერი ქარი ან ბიძგი და შენობა ჩამოინგრევა.
"ოდნავ ბიძგიც და სახლი მთლიანად ჩამოინგრევა, დაანგრევს გვერდით მდგომ სახლსაც, საფრთხის შემცვლელია" - აცხადებს სპეციალისტი.
მისი მტკიცებით, ეკონომიკური თვალსაზრისით, შენობის დემონტაჟი და ახლი სახლის აგება უფრო ნაკლები ხარჯია, ვიდრე დაზიანებულის გამაგრება-რეკონსტრუქცია. "თუ შენობის გამაგრების სამუშაოები ღირებულება შენობის ღირებულების 50 %აღემატება არარენტაბელურია მისი აღდგენა. ესა ჩემი რეკომენდაცია და ვხელმძღვანელობ რეგულაციებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია, ეს მათზეა დამოკიდებული".