აქცია გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით

26 ივნისი 2016, 00:00 2910 ნახვა

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით აქცია იყო ქობულეთში. სოფელ ლეღვას, ფილისპირის დასახლების მკვიდრები 2 კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე, რომლითაც ათობით ოჯახი სარგებლობს, ასფალტის დაგებას ითხოვენ. ამბობენ, რომ პრობლემა წლებია აწუხებთ, თუმცა მის მოგვარებაზე მხოლოდ დაპირებებს იღებენ. ქობულეთის გამგებელი კი განმარტავს, რომ გზა მხოლოდ მას შემდეგ მოწესრიგდება, რაც ლეღვაში წყლის სისტემა მოეწყობა და დასახლებაში ცენტრალური მაგისტრალი გავა. სულხან ევგენიძე ამ გადაწყვეტილებით, როგორც თავად ამბობს, მოსახლეობას ორმაგი დისკომფორტისგან, გამგეობას კი ზედმეტი ხარჯებისგან იცავს. გამგებლის თქმით, ამ ეტაპზე ლეღვა ცეცხლაურის დამაკავშირებელი მონაკვეთის მხოლოდ მოპირკეთება იგეგმება. რაც შეეხება წყლის სისტემას, სამუშაოები ამ დროსითვის გამგებლის ინფომრაციით, სათავე ნაგებობაზე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში