მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასკვნითი სპორტული ღონისიება გაიმართა საზღვაო აკადემიის ეზოში. შეჯიბრება სპორტის 7 სახეობაში ჩატარდა და მასში აკადემიის სტუდენტები და თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დღესვე აჭარის სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა დეპარტამენტმა ''სტუდენტური დღეები 2016'' - ის გამარჯვებულებიც დააჯილდოვა. სტუდენტური დღეების გამარჯვებული საზღვაო აკადემია მესამედ გახდა.