ახალი სარკინიგზო რეისები

26 ივნისი 2016, 00:00 3027 ნახვა

მგზავრთა ნაკადის მომატებასთან დაკავშირებით, "საქართველოს რკინიგზა" 6 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ახალ შემადგენლობას ამატებს. 4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს. "საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს თითო მიმართულებაზე დამატებით 300 ადგილს შესთავაზებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან დილის 7 საათსა და 20 წუთზე გამოვა, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით კი, საღამოს 16 საათსა და 35 წუთზე. შავი ზღვისპირეთში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით და მგზავრთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კიდევ ერთი რეისი ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის მიმართულებით იმოძრავებს. დამატებით საგარეუბნო ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი ქუთაისიდან დილის 8 საათსა და 25 წუთზე გამოემგზავრება, უკან კი, 18 საათსა და 45 წუთზე გაემგზავრება. მგზავრობის ღირებულება 4 ლარს შეადგენს.

ამავე კატეგორიაში