ფეხბურთის მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ტუღუში მსაჯი ეროვნულ მატჩებსა და მთავარ ლიგაში იყო.
ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და მკვლელობაზე საუბრობს. გარდაცვლილის მეუღლის და დედის თქმით, მომხდარი თანხასთანაა დაკავშირებული, ოჯახის წევრები კონკრეტულ პირებსაც ასახელებენ, ვისაც მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ბოლოს შეხვდა.