მეზღვაურთა პროფესიული დღე

25 ივნისი 2016, 00:00 4179 ნახვა

დღეს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშრებით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. საზღვაო აკადემიის კურსანტებს და მეზღვაურებს პროფესიული დღე ვიცე-პრემიერმა მიულოცა. დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმრებთან ერთად საზღვაო აკადემია დაათვალიერა და მატერიალურ ტექნიკურ ბაზას გაეცნო. მოეწყო საზეიმო მარში, კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს. საქართველოში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მეექვსედ აღნიშნეს.

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში