დეკანოზი მამალაძე: ''არ მაძლევენ უფლებას ციხის ტაძარში ვიარო''

06 დეკემბერი 2017, 00:00 2841 ნახვა

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზი გიორგი მამალაძის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა დეკანოზი სხდომას აღარ დაესწრება. ე.წ. "ციანიდის საქმეზე" პროცესი ბრალდებულმა პროტესტის ნიშნად დატოვა, მანამდე გამოძებას უნდობლობა გამოუცხადა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს რომ ციხის ადმინისტრაცია მის რელიგიურ დისკრიმინაციას ახდენს.  მისი თქმით, მას არ აძლევენ უფლება შეიმოსოს რეალური შესამოსელით. 

" პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ახდენს ჩემს რელიგიურ დისკრიმინაციას. დღემდე არ მეძლევა შესაძლებლობა შევიმოსო ჩემი რელიგიური შესამოსელი, სამღვდელო კაბით. ასევე, უფლებას არ მაძლევს პენიტენციალური დაწესებულების ეზოში არსებულ ტაძარში ღვთისმსახურებაზე დასწრების", - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

"უნდობლობას ვუცხადებ მართლმსაჯულებას და პროტესტის ნიშნად ვტოვებ სასამართლო სხდომას" - განაცხადა დეკანოზმა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი