დისკრმინაცია თუ სტანდარტული ფასი?

25 ივნისი 2016, 00:00 3576 ნახვა

დისკრიმინაცია თუ მომსახურების სტანდარტული საფასური - ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში, პატარას, რომლის მშობლები საქართველოს, ხოლო თვად პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სამედიცინო მოსახურება განსხვავებული ტარიფით შესთავაზეს. ბავშვის დედა სატელევიზო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ ექიმის კონსულტაციისთვის 180 ლარის მას შემდეგ მოთხოვეს, რაც გაიგეს, რომ იგი ამერიკის მოქალაქეა. პატარა საავადმყოფოში მაღალი სიცხითა და დიარეით მიიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ საფასური სტანდარტულია და კანო ნდრაღვევას ადგილი არ ჰქონია. ფაქტზე შეფასება ვთხოვეთ საქართველოს ჯანაცვის მინისტრს. დავით სერგეენკომ სამედიცინო სერვისებისადმი სახელმწიფო მიდგომებზე ისაუბრა, თუმცა განმარტა, რომ ექიმი გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტს, ფასზზე მხოლოდ მომსახურების შემდეგ უნდა ესაუბროს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში