წელს საქართველომ შვიდ მილიონამდე უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლა

04 დეკემბერი 2017, 00:00 3257 ნახვა

საქართველოს 6 მილიონ 954 ათას 932 საერთაშორისო მოგზაური უკვე ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მილიონ 81 ათას 31-ით მეტია. ფიქსირდება 18% ზრდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 11 თვეში იმ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3 მილიონ 243 ათას 963 შეადგინა, რაც 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელზე 701 ათას 371-ით მეტია. გიორგი ჩოგოვაძის თქმით,  27% ზრდა ფიქსირდება.

2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან,  რუსეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. იანვარ-ნოემბერში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრიიდან, ნიდერლანდებიდან,  ესპანეთიდან,  საფრანგეთიდან და გერმანიიდან ჩამოსული უცხოელი მოგზაურები.

რაც შეეხება ნოემბრის თვის მონაცემებს. გასულ თვეში საქართველოში 524 ათას 108 ტურისტი იმყოფებოდა.

ამავე კატეგორიაში