აღლუმი და საზეიმო მსვლელობა

25 ივნისი 2016, 00:00 3715 ნახვა

პროფესიული დღის აღნიშვნა საზღვაო აკადემიის კურსანტებმა დილიდან დაიწყეს. საზეიმო მსვლელობით სტარტი მათ 6 მაისის პარკიდან აიღეს და ორკესტრის თანხლებით მემედ აბაშიძის გამზირი გაიარეს. აღლუმის მონაწილეები თავდაპირველად იუნკერების საფლავთან შეჩერდნენ და ის გვირგვინით შეამკეს. კიდევ ერთი გვირგვინი კი საზღვაო ნავსადგუში მიიტანეს და სიმბოლურად ზღვაში ჩაუშვეს. საზეიმო მარშის მონაწილეებს მეზღვაურთა ოჯახის წევრები მიესალმენ, რომლებმაც შორეულ ნაოსნობაში მყოფ ახლობლებს ეს დღე ეთერის საშუალებით მიულოცეს.

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში