ბათუმის ხელოვნების მუზეუმი თეა გასვიანისა და სპარტაკ კუდბას ნახატების გამოფენას მასპინძლობს. ცოლ-ქმარი ბავშვობიდან ხატავს. თეა სოხუმიდანაა. ეს ბათუმში მათი მეორე ერთობლივი გამოფენაა, მანამდე ორი პერსონალური გამოფენა თბილისში ჰქონდათ. ზეთში შესრულებული 22 ნამუშევრის ნახვა დამთვალიერებელს 20 დეკემბრამდე შეუძლია.
მნახველის განსაკუთრებული მოწონება “ბროწეულმა” დაიმსახურა. ხელოვანების შეფასებით, ნახატების მთავარი ღირებულება გააზრებულად გამოყენებული ფერადი ლაქებია, რომლებიც ამბავს ყვება. გამოფენა 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ტრაგედიის გახსენებით გაიხსნა.