ახალი ავია-რეისი

25 ივნისი 2016, 00:00 2716 ნახვა

თეირანიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი ირანიდან გუშინ გვიან ღამით შესრულდა. ავიაკომპანია "თაბან ეარ"-მა აჭარაში 150 ტურისტი ჩამოიყვანა. მგზავრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ადმინისტრაციისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დახვდნენ. მოეწყო საზეიმო ცერემონიალი. თეირანი- ბათუმი-თეირანის უმიმართულებით პირდაპირი რეისები ზაფხულის განმავლობაში, ორ კვირაში ერთხელ შესრულდება. 7 ივლისიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თავრიზიდანაც დაიწყება.

 

ამავე კატეგორიაში