ქობულეთისა და თბილისის სპეცოპერაციები ერთმანეთთან კავშრში არ არის

01 დეკემბერი 2017, 00:00 3354 ნახვა

"​ქობულეთში დაკავებულ ქალს არანაერი კავშირი არ აქვს თბილისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან" -  ასე უპასუხა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს  სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის პრესს-სპიკერმა ნინო გიორგობიანმა. 

გიორგობიანი, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობდა, აღნიშნა, რომ ქობულეთში ჩატარებული სპეცოპერაცია დამოუკიდებელი შემთხვევაა.  

თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ, 3 დღეში სპეცოპერაცია სამართალდამცველებმა ქობულეთში ჩაატარეს. 

25 ნოემბერს, თურქი ეროვნების ქალი აიყვანეს, რომლის ბინის ჩხრეკის დროს დიდი ოდენობის იარაღი, ხელყუმბარები და საბრძოლო მასალები ამოიღეს. საბრძოლო მასალა პოლიციამ  მდინარის პირას ჩამარხული კასრშიც იპოვა. . 

შსს გამოძიება დიდი ოდენობის საბრძოლო მასალის შენახვაზე დაიწყო, თუმცა სასამართლო პროცესზე პროკურორმა განმარტა, რომ გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის დასადგენაზეც მუშაობს.

დაკავებულს თრქეთის მოქალაქეს ბათმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი