თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომელთაც ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, ერთჯერადი დახმარების სახით, 500-500 ლარი გადაეცემათ.
დახმარებას 35 მოქალაქე მიიღებს. ამისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 17 ათას 500 ლარი გამოიყო.