მარიხუანას დეკრიმინალიზაცია-საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

30 ნოემბერი 2017, 00:00 6749 ნახვა

მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დღეიდან მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი წესით აღარავინ დაისჯება. ზოგადად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მარიახუანის მოხმარებაზე 2015 წლიდანაა გაუქმებული, თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 70 გრამამდე გამომშრალ მარიხუანას ეხებოდა.

ამიერიდან კი ოდენობა კანონში ნახსენები აღარ იქნება. მომხარებელს, პასუხისმგებლობა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაეკისრება. სასამართლო განმარტავს რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მარიხუანის მოხმარებისთვის არ არის საჯარო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი, რადგან ამ შემთხვევაში გასაღების საფრთხე არ არსებობს. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები საქართველოს პარლამენტში.
 

სარჩელის ავტორს სამართლებრივ დახმარებას “გირჩი” უწევდა. ორგანიზაცია, რომელმაც 2017 წლის დადგომა მარიხუანის დათესვით აღნიშნა და ამ ფორმით მკაცრი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტა. არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ იბრძვის “თეთრი ხმაურის მოძრაობაც.” ახლა უკვე დღის წესრიგში დგება, რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებზეც დევნა დღეს უკვე შეცვლილი მუხლით დაიწყო – საიაში აცხადებენ, რომ მათ ნასამართლეობა უნდა მოეხსნათ. 

(ფოტო: სოციალური ქსელიდან)

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი