„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ 2018 წლის ბიუჯეტში დაახლოებით 2 მილიონი ლარის დახარჯვა იმ ქუჩებისთვის იგეგემება, რომლებიც უკვე კეთილმოწყობილია.
ქამადაძე ამბობს, რომ ბათუმის საკრებულომ გუშინ გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები დარღვევით შეიტანა. ბრალდებებს მერიაში უსაფუძვლოს უწოდებენ. საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით, სამუშაოები სახელშეკრულებო პირობების დაცვით მიმდინარეობს და მათი ნაწილი მიმდინარე წლის, ნაწილი კი მომავალი წლის ბიუჯეტშია გაწერილი.