ხელყუმბარიანი კასრი ფანჩატურთან ახლოს აღმოაჩინეს

30 ნოემბერი 2017, 00:00 3610 ნახვა

სოფელ კვირიკეში, ფოტოებზე ნაჩვენებ ადგილას, სამართალდამცველებმა მიწაში ჩამარხული კასრი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასრში ხელყუმბარა იყო. 

სასამართლო პროცესზე, ბრალდების მოწმეების ჩანაწერიდან ირკვევა ( პროცესზე ჩენებები მოსამართლემ წაიკითხა) , რომ თურქეთის მოქალაქე ბუნებაში მწვადის შესაწვავად წავიდა. სავარაუდოდ, აღნიშნული კასრი, საბრძოლო იარაღთან ერთად,  მიწაში სწორედ ამ დროს ჩამარხა.

33 წლის ქალის ასაყვანად პოლიციამ სპეცოპერაცია 25 ნოემბერს ჩაატარა. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავებულის კავშირს სწავლობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიებაა ამ ეტაპზე 236-ე მუხლით აწარმოებს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, თოფისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა და გასაღებას გულისხმობს.

შსს სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეო 5 დღის დაგვიანებით გაავრცელა. 

ექსკლუზიური კადრები შემთხვევის ადგილიდან 21 საათზე "მთავარში''. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი