დაგირავებული ბინის გასხვისების წესთან დაკავშირებით მორიგი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გადაიდო. მოქმედი კანონმდებლობით თუ მოგირავნე ბინაში 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს, მას შესაძლებლობა ეძლევა ბინა საკუთრებაში მიიღოს.
პროცესი დღეს მოსარჩერლეების მოთხოვნით გადაიდო, რადგან საქმეზე მოგირავნეებმა ამიკუსის წესით თავიანთი მოსაზრება წარადგინეს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებული ნორმაა.