სტამბოლის აეროპორტში 2016 წელს მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი აჰმედ ჩატაევი საქართველოში მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო ,,როიტერი" წერს. ავტორის თქმით, შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია პოსტ-საბჭოთა ქვყნის დედაქალაქში გასულ კვირას ჩატარდა.
სააგენტო ,,როიტერი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეთნიკური ჩეჩენი ჩატაევი სწორედ ამ რეიდის დროს იქნა ლიკვიდირებული. მასთან ერთად კიდევ ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი და ქართული შეიარაღებული ძალების ერთი სპეცრაზმელი დაიღუპნენ.