ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს ედავებიან ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას დაკავებულს. სააპელაციო სასამართლომ საედ დუდაევის ადვოკატის სარჩელი, აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო.
დუდაევს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი ახმედ ჩატაევია.