ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთში 25 ნოემბერს დაკავებული პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პოლიციამ ბრალდებული ქალი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანა.
მოსამართლე ამბობს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ბათუმსა და ქობულეთში იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. საქმის პროკურორი სხდომის დახურვას ითხოვს. დაკავებული ქალის ადვოკატი კი გირაოს შეფარდებას.
გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, თოფისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა და გასაღებას გულისხმობს.
სპეცოპერაცია ქობულეთში, აღმაშენებელის ქუჩაზე პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 ნოემბერს ჩატარდა.