საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრემიერთან ვოლოდიმირ გროისმანთან შეხვედრისას გააკეთა და მადლობა გადაუხადა უკრაინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა აფასებს საქართველოს მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან.