''ლეოგრანდის'' მფლობელი: ''სამწუხაროდ, ხანძრის დროს ისინი ქუჩაში კიბით გაქცევის ნაცვლად გარდერობში ნივთების ასაღებად გაემართნენ''

27 ნოემბერი 2017, 00:00 80201 ნახვა

"მჯერა ქართული მართლმსაჯულების - სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელის ამ სიტყვებით ასათაურებს სტატიას თურქული გამოცემა “ანადოლუ”.

სტატიაში ნათვამია, რომ თურქმა ბიზნესმენმა ეროლ ავგერენმა, რომელიც ბათუმის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მფლობელია, ხანძრის დეტალებზე უამბო, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"იმ დღეს 22 -სართულიანი სასტუმროს პირველი 13 სართული დაკავებული იყო. ყველა დაღუპული  სპა-სალონში, მასაჟის ოთახში, აუზში, თურქულ აბანოსა და საუნაში იმყოფებოდა. "სამწუხაროდ, ხანძრის დროს ისინი ქუჩაში კიბით გაქცევის ნაცვლად გარდერობში ნივთების ასაღებად გაემართნენ. კვამლი სწრაფად გავრცელდა" . 

თურქი ბიზნესმენი  დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს გულწრფელად უსამძიმრებს.  მისი თქმით, მასმედიის საშუალებები  ტრაგიკული ინციდენტის სხვადასახვა ვერსიებს აქვეყნებენ, მათ შორის უსაფუძვლო მტკიცებულებებს აფეთქების შესახებ, რასაც "ლეოგრანდში" ხანძარი მოჰყვა.  

სტატიაში ბიზნესმენი გამოთქვამს ვერსიას, რას შეიძლებოდა გამოეწვია ხანძარი. "შესაძლოა სიგარეტის ნამწვავს გამოეწვია, ან რომელიმე აალებად ნივთიერებას, რომლის გამოც წყლის გამათბობელი სადენები დაიწვა. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ხანძრამდე 3 დღით ადრე,  სასტუმროს ყველა შენობა ტექნიკურმა სპეციალისტებმა შეამოწმეს. ხანძარი ვერ გაჩნდებოდა ბუნებრივი მიზეზების გამო. ვენდობი საქართველოს მართლმსაჯულებას. დარწმუნებული ვარ, რომ იგი მომხდარის ჭეშმარიტ მიზეზებს დაადგენს. ამბობენ, რომ ახალგაზრდები ლიფტში დაიღუპნენ, თუმცა ეს ასე არ არის. დაღუპულები  არ უპოვიათ ლიფტში, არამედ მის კარებთან სპა-სალონში. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მყისიერად ამუშავდა.  პროკურატურა, პოლიცია და მეხანძრეები მალე გამოაქვეყნებენ წინასწარ განცხადებას”. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი