დაღუპული სპეცრაზმელი სამხედრო პატივით დაკრძალეს

26 ნოემბერი 2017, 00:00 2474 ნახვა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული ივანე გოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამხედრო ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა. დაკრძალვას მისი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრნენ.

დაღუპულის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს დილიდან ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა. ივანე გოლაშვილი 22 ნოემბერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ივანე გოლაშვილის ოჯახს მთავრობა კომპენსაციის სახით ერთჯერადად 100 000 ლარს გადასცემს, ყოველთვიურად კი  1000 ლარის ოდენობით პენსია დაენიშნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი