რატომ დააჯარიმა მერიამ სასტუმრო?

26 ნოემბერი 2017, 00:00 5258 ნახვა

ბათუმის ვიცე-მერის განცხადებით, სასტუმრო ლეოგრანდი სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დააჯარიმეს. თენგიზ პეტრიძემ გადაცემა „მთავარი აჭარაში“ განმარტა , რომ სასტუმროს არ ჰქონდა საევაკუაციო გეგმა და ცეცხლმაქრების საკმარისი რაოდენობა, რამაც მისი დაჯარიმება გამოიწვია.

პეტრიძეს არ აქვს ინფორმაცია, თუ რა სახის სანქცია განხორციელდა ობიექტის წინააღმდეგ. ვიცე-მერი განმარტავს, რომ ბათუმის მერიას კანონი არ ავალდებულებს სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოების ნორმების კონტროლს. თენგიზ პეტრიძე მომხდარზე პასუხისმგებლობას უშუალოდ სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯმენტს აკისრებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი