სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარ ხანძართან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას აჭარის პროკურატურა ახორციელებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში "ლეო გრანდთან" ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს.
სახელმწიფო უწყებებს სასტუმროში ჩამოჰყავდათ ჟურნალისტები, სომელიეები, ბლოგერები უკრაინიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამ ფონზე რამდენად არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები სასტუმროებში. ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. დღის განმავლობაში სულხან ღლონტმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ უსაფრთხოების ნორმების გადამოწმება ან დარღვევების შემთხვევაში სანქციების დაკისრება ამ უწყების კომპეტენციაში არ შედის.
რამდენად შეესაბამებოდა სტანდარტებს სასტუმრო ''ლეოგრანდის'' პროექტი, ამაზე ახლა ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან მამუკა ბერძენიშვილთან ერთად ვისაუბრებთ.