პრემიერ მინისტრმა უკომენტაროდ დატოვა სასტუმრო "ლეოგრანდი", სადაც რამდენიმე საათის წინ ხანძრის შედეგად, შსს-ს დაზუსტებული ინფორმაციით 11 ადამიანი გარდაიცვალა.
პრემიერ-მინისტრი შენობაში შევიდა და შემთხვევის ადგილი დაათვალიერა. გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის გამო ბრიუსელიდან თბილისის ნაცვლად ბათუმში დაჯდა.