მძლავრი აფეთქება ეგვიპტეში - დაღუპულია 235

24 ნოემბერი 2017, 00:00 3065 ნახვა

235 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტეში მომხდარი თავდასხმის შედეგად. ,,ალ -ჯაზირას" ცნობით, ბომბი სინას ნახევარკუნძულზე ალ-რავდას სოფლის მეჩეთში ამოქმედდა. ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 120 მომლოცველი დაიჭრა.

,,ეიბისი ნიუსის" ინფორმაციით, ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს და მეჩეთში მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თავდასხმასთან დაკავშირებით ეგვიპტის პრეზიდენტმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომა გამართა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი