ზურაბ პატარაძე უნგრეთის ელჩს შეხვდა

24 ნოემბერი 2017, 00:00 2227 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში უნგრეთის  საგანგებო და სრულუფლებიან  ელჩს  შეხვდა. ზურაბ პატარაძემ ახლად დანიშნულ ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის უკვე არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ- ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და გამოითქვა სურვილი რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების.

ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, ეკონომიკის და ტურიზმის მიმართულებით კავშირების გაძლიერებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ერთ თვეში დეკემბერში საქართველოში უნგრეთის კულტურის დღეები გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი